среда, 20 ноября 2013 г.

პტოექტი ,,წიგნი თუ კომპიუტერი?"

                         

     დღეს  მუდმივად არის დავა წიგნსა და კომპიუტერს შორის. გაანადგურებს თუ არა კომპუტერი წიგნს ? ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა დავაყენოთ საკითხი, რადგან ორივეს თავ-თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს და მათ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.არის ორი კატეგორიის წიგნი: ერთი - საკითხავი, მეორე - ცნობარები და საკონსულტაციო წიგნები. 

    იმისათვის რომ ამ ორ ყოვლადმნიშვნელოვან საგანს შორის დავა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, გადავწვიტეთ სკოლის ბაზაზე პროექტის მოწყობა, სახელწოდებით ,,წიგნი თუ კომპიუტერი?" 
     პროექტს აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ხათუნა მირუაშვილის ხელშეწყობით. ამისათვის გამოკვლევა ჩატარდება, ჩავწერთ ინტერვიუს როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე მასწავლებელთან და მშობლებთან. პროექტის მიზანია მე-10 კლასში მისაღწევ შედეგებზე გასვლა, ანუ მაღალსააზროვნო უნარების შეძენა და განვითარება.აღნიშნულ მასალაზე მუშაობა ეფექტურია და მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ძალზე აქტუალურია კომპიუტერული ტექნოლოგიები, ასევე მნიშვნელოვანია წიგნიერების საკითხი. ჩვენი მიზანია, მკვეთრად განვსაზღვროთ კომპიუტერისა და წიგნის დანიშნულება , მათ თავ-თავისი ადგილი მივაკუთვნოთ და მათ შორის მოვახერხოთ ოქროს შუალედის დაცვა.

    ამისათვას  პირველ რიგში,კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი კომპიუტერის მომხრეთა ინტერესებს დაიცავს, ხოლო მეორე - წიგნის მომხრეთა ინტერესებს.  
  შემდეგ ორივე ჯგუფის წევრები დაამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს, თავ-თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთი ჯგუფი კომპიუტერის რეკლამირებისათვის დაამზადებს, ხოლო მეორე -  წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
   ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი დაიწყებს მოკვლევას ერთის მხრივ, კომპიუტერის მომხრეთა და მომხმარებელთა რაოდენიობის დადგენის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ წიგნის მომხრეთა და მომხმარებელთა რაოდენობის დადგენის მიზნით. გამოითვლიან კვლევების პროცენტულ მაჩვენებლებს და გამოსახავენ დიაგრამების სახით. ამისათვის შეადგენენ კითხვარებს და ინტერვიუს სახით ჩაატარებენ გამოკითხვას. აღნიშნული კითხვები განკუთვნილი იქნება  შესაბამისი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისა  და მშობლებისათვის. კერძოდ, ეს კითხვებია: 
1.რა დანიშნულება აქვს დღეს წიგნსა და კომპიუტერს ადამიანის ცხოვრებაში?
2. რამდენად მნიშვნელობანია წიგნი და კომპიუტერი ადამიანის განვითარებაში?
3. ხელს უშლის თუ პირიქით, ეხმარება კომპიუტერი წიგნიერების განვითარებას?
4. არის თუ არა კომპიუტერი ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური ტკბობის საშუალება, თუ ამას წიგნი უკეთ აკეთებს?
5. როგორ ფიქრობთ, რომ არ არსებობდეს წიგნი, როგორი იქნებოდა დღეს ადამიანის განვითარების დონე?
6. არის თუ არა კომპიუტერი ინფორმაციის სწრაფად მოძიების საშუალება?
7. რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნებს?
8. რამდენას ხშირი მომხმარებელი ხართ კომპიუტერის?
9. წიგნს უფრო მეტი დრო აქვს დათმობილი თქვენს ცხოვრებაში, თუ კომპიუტერს?
10. რა სახის ინფორმაციის მოძიება შეიძლება კომპიუტერის საშუალებით?
და სხვა.
   ამ კვლევის პროცენტულ მაჩვენებლებს კი სქემებისა და დიაგრამების სახით წარმოადგენენ.
    პროექტის შემდეგი აქტივობა იქნება დისკუსიის მოწყობა, სადაც თითოეული ჯგუფი თავის ინტერესებს წარმოადგენს და დაიცავს. დისკუსიის მოწყობის და ეფექტურად წარმართვისთვის კლასი წინასწარ გაეცნობა დისკუსიის წესებს და პროცედურებს.  დისკუსიის წარმართვის პროცესში გამოვიყენებვენის დიაგრამას და K-W-H-L სქემას. ასევე ცნების რუკები სქემები. მოვისმენთ გამოჩენილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების აზრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ფსიქოლოგის რჩევას.მოსწავლეები გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს. დისკუსიის დასასრულს კლასი გაეცნობა ცნობილი თანამედროვე იტალიელი მწერლისა და მეცნიერის უმბერტო ეკოს ერთ-ერთ საჯარო გამოსვლიდან ნაწყვეტს-,,წიგნი თუ კომპიუტერი?“ მოისმენებ ფსიქოლოგების აზრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
  ამ სტატიის გაცნობის შემდეგ შესაძლებელი გახდება საერთო აზრის გამოტანა, რომ კომპიუტერი თანამედროვე უსწრაფესი საშუალებაა ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა, მაგრამ იგი წიგნს ვერ შეცვლის, რადგან წიგნი ლიტერატურის ესთეტიკური სიამოვნების შეგრძნების ერთადერთი საშუალებაა.
   შემდეგი ნაბიჯია პროექტისა არგუმენტირებული ესეს შედგენა. კლასის ის ნაწილი, რომელიც წიგნის მომხრეთა ინტერესებს იცავს დაწერს ესეს თემაზე: ,,წიგნი- ცოდნის წყარო“, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც კომპიუტერის მომხრეთა ინტერესებს იცავს დაწერს ესეს თემაზე: ,,კომპიუტერი- ინფორმაციის უსწრაფესი საშუალება“. ასევე პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია  ანალიტიკური ესეს შედგენა და აგრეთვე რეფერატის შედგენა.

  
                                                                                                                            


,, კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია სულ მოკლე დროში შეიძლება მოიპოვო ისე,რომ სახლიდან არც კი გახვიდე; აღარ გჭირდება ბიბლიოთეკაში ჯდომადა მტვრიანი გაზეთების ფურცვლა ამათუიმ მასალის მოსაძიებლად ან რომელიმე თარიღის დასაზუსტებლად; აუცილებელი არ არის მთელი თვის დაკარგვა დიდტანიანი ნაწარმოებების წასაკითხად, კინოფილმიდან მისი შინაარსი, შესაძლოა, ორ საათში გაიგო.აშკარაა, კომპიუტერი საშიშ მეტოქედ გაუხდა წიგნს, მაგრამ ეს უკანასკნელი ადვილად როდი თმობს თავის პოზიციებს. მალე წიგნები დისკებზე გადაინაცვლებენ და მსოფლიო ლიტერატურის ათობით და ათი ათასობით შედევრი ერთ პატარა თაროზე დაეტევა. მკითხველები ახლა უკვე კომპიუტერულ წიგნებს გადაფურცვლავენ, სანახაობის მოყვარულთ ეკრანული სურათები მიიზიდავთ, როგორც ბავშვებს – ნახატებიანი წიგნი"  (ოთარ ჩხეიძე, „მკითხველი“)

კომპიუტერს აქვს ზღვა შესაზლებლობანი ყველა სფეროში, მეცნიერების ნებისმიერ დარგში, მისი მნიშვნელობის უარყოფა წარმოუდგენელია. თანამედროვეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი მყარად დამკვიდრდა და მის გარეშე ცხოვრება, მართლაც, წარმოუდგენელია. მაგრამ წიგნი შეუფასებელი ფენომენია, უმისოდ არსებობა უინტერესოა, უფერული და არასრულფასოვანია, ამიტომ ადამიანმა მასზე უარი არამც და არამც არ უნდა თქვას. კომპიუტერისა და წიგნის მეტოქეობაც, ჩემი აზრით, მათი ჰარმონიული შერწყმით დასრულდება. მაგრამ  კომპიუტერის გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. რადგან ასეთი ქმედება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იწვევს გარკვეულ ზიანს და შეიძლება ჩაითვალოს მავნე ჩვევად. კერძოდ, იგი ვლინდება: მხედველობის დაქვეითებაზე; კვების სისტემის დარღვევაზე; ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურები; იზოლირებულები, იკეტებიან საკუთარ სამყაროში; არიან ნაკლებყურადღებიანები პირადი ჰიგიენის მიმართ; ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი...


ხარ თუ არა ინტერნეტზე დამოკიდებული? 
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული
 ადამიანები,თუ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან,  განიცდიან “აბსტინენტურ სინდრომს " ("დანებების სინდრომს"), რომელიც წარმოადგენს ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომს
 და უვითარდებათ ნარკომანიით დაავადებულებს, მას შემდეგ, რაც
 ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. 
კვლევაში 60 მოხალისე მონაწილეობდა , რომელთა საშუალო 
ასაკი 25 წელს შეადგენდა. სუონსის და მილანის უნივერსიტეტების  (Swansea and Milan Universities) მეცნიერებმა
თავდაპირველადგანსაზღვრეს კვლევებში მონაწილეთა ინტერნეტზე დამოკიდებულების
 დონე.შემდეგ შესთავაზეს მათ 15 წუთის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობა და 
ნებისმიერ საიტებზე შესვლა.იმ მოხალისეებს, რომლებმაც წინა ეტაპზე გამოავლინეს 
ინტერნეტზე 
ძლიერი დამოკიდებულება,ინტერნეტიდან გამოსვლის შემდეგ, აღენიშნებოდათ 
ნეგატიური 
განწყობა დაისინის განიცდიდნენ "დანებებისსინდრომს", რომელიც ადამიანებს
 „ექსტაზის“  შემდეგ ახასიათებთ.
ხართ თუ არა ინტერნეტზე დამოკიდებულნი??
რას ფიქრობთ ყიველივე ამის შესახებ?
სასარგებლო ბმულები:
http://lib.ge/book.php?author=74&book=326
https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/tsigni-tu-kompiuteriiii/tsigni-tu-kompiuteri
http://book-gg.blogspot.com/
                                        ჩვენ გვიყვარს კითხვა !
წაიკითხეთ წიგნები!

        მე მიაჩნიათ, რომ კითხვა უდიდესი ბედნიერებაა.  იგი ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს პიროვნებას, სულიერად ამაღლებს და აფაქიზებს.      ცვაიგს აქვს ნათქვამი, რომ წიგნები მოგონებებს ჰგავს და ერთი და იგივე წიგნიც ისევე აახლოებს ადამიანებს, როგორ ერთი და იგივე მოგონებები.  წიგნიერი ადამიანის გრძნობები სათუთი და დახვეწილია, სამყაროს მისეული აღქმა – შთამბეჭდავი და ემოციური, ცოდნა – ღრმა და მრავალწახნაგოვანი. უფროსების ასეთი პოზიცია სავსებით მისაღებად უნდა ჩაითვალოს.კითხვა ავითარებს გემოვნებას, სიტყვის ხელოვნებით ტკბობის უნარს. იგი საშუალებას იძლევა, ჩავწვდეთ პერსონაჟთა შინაგან სამყაროს, თვალი მივადევნოთ მათი სულის მოძრაობას, ხასიათის ჩამოყალიბებას. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა, ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულ სამყაროში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებაში. 

გურამ დოჩანიშვილის ცნობილ პერსონაჟს თუ დავესისხებით, რა აღარ გამოგვიცდია წიგნის მეშვეობით: “მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისათვის ხის ხმლით გვიბრძოლია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხან – ეკალი. ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, მიწისათვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნაწილები ტუჩებზე აგვყოლია…” კითხვა გვიზიარებს უშუალო სილამაზეს, განუმეორებელ ფერებსა და ბგერებს. მხოლოდ წიგნში შეიძლება ვიხილოთ “იისფერი თოვლი” და “ივლისისფერი ყინვის თასები”, “სიმღერის მსუბუქი ზვირთები” და ზეცაში დაწერილი “ლალის კართაგენები”, “ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი” ყვავილების მტვერი და “სიოს უცხო მიმოხვრანი”, ქალაქში, მტვერში” წაქცეული ბავშვი,  ”ნუკრის თვალებით, თქმით – მიმოზებით” და “ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი” (გალაქტიონი).



ამიტომ, აუცილებელია წიგნსა და კომპიუტერს შორის ოქროს შუალედის დაცვა და დანიშნულებისამებრ, მათი ზომიერი  გამოყენება.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

ინტერვიუები პროექტთან დაკავშირებით

                          პტოექტი ,,წიგნნი თუ კომპიუტერი?"


          წიგნის მომხმარებელთა მომხრე ჯგუფისმიერ  შედგენილი ინტერვიუები მასწავლებელთან , მშობელთან და მოსწავლესთან

ინტერვიუ სკოლის ბიბლიოთეკართან, მეგი თაბუაშვილთან, წიგნიერების პრობლამასთან დაკავსირებით.




ინტერვიუ ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლესთან, თეონა ყრუაშვილთან, წიგნიერების პრობლემასთან დაკავსირებით.






ინტერვიუ ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელთან, მარინე მღებრიშვილთან, წიგნიერებასთან დაკავშირებით.




                      კომპიუტერის მომხმარებელთა მომხრე ჯგუფისმიერ შედგენილი ინტერვიუები, როგორც მასწავლებელთან, ასევე მშობელთან და მოსწავლესთან.



ინტერვიუ ქვახვრელის საჯარო  სკოლის მასწავლებელთან, დინარი სადაღაშვილთან, კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავირებით.




ინტერვიუ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელთან, თეა სადაღაშვილთან,  კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებით.




ინტერვიუ ჩვენი სკოლის მოსწავლესთან, სოსო მირუაშვილთან, კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებით.